თურქეთი-რუსეთი

პუტინი: თურქეთი არაერთხელ ინანებს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას

AFP

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თურქეთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას არაერთხელ ინანებს.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის რეაქცია ამ ფაქტზე მხოლოდ სავაჭრო სანქციებით შემოიფარგლება, ძალიან ცდება. ჩვენ მათ არაერთხელ შევახსენებთ, რაც ჩაიდინეს და ისინი ინანებენ ამას", - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდო.

კომენტარები