FIFA-ს საქმე

FIFA: ბლატერი და პლატინი ფეხბურთს 8 წლით ჩამოშორდებიან

0 კომენტარი
მიშელ პლატინი და ზეპ ბლატერი ფოტო: Getty Images

FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა, გამოძიების შედეგად, FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი 8 წლით ფეხბურთს ჩამოაშორა. მათ თანამდებობების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი.

კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და ლოიალურობას ეხება. თავის მხრივ, პლატინიმ UEFA-ს წესები დაარღვია, რომელიც იმავე საკითხებს უკავშირდება. საქმე ეხება 2 მილიონ დოლარს, რომელიც ბლატერმა პლატინის 2011 წელს გადაურიცხა.

ამას გარდა, ბლატერი 50 000, პლატინი კი 80 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს.

ბლატერიც და პლატინიც ამ დრომდე უარყოფენ დანაშაულს და კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ბლატერის თქმით, ის ძალიან განიცდის, რომ მისი სახელი საზოგადოების თვალში ილახება. იგი ბრძოლას აპირებს, რადგან თვლის, რომ 2011 წელს პლატინის თანხა კანონიერად გადაურიცხა.

"მე ვიბრძოლებ ჩემთვის და FIFA-სთვის", - თქვა ბლატერმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი FIFA-ს 1998 წლიდან ხელმძღვანელობს და სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ 2016 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. პლატინი კი UEFA-ს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს და 2016 წელს გასამართ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები