ნარკოდანაშაული

201 აბი ე.წ ექსტაზის შეძენა-შენახვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსი მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ.ექსტაზი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 60,1192 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 1 აბი და აბის ნატეხები, რომელიც 0,0180 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ალექსი მ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები