ბრაზილია

ბრაზილიის ციხიდან თითქმის 100 პატიმარი გაიქცა

Getty Images

ბრაზილიის ქალაქ რესიფიში უკანასკნელ კვირაში თითქმის 100 პატიმარი გაიქცა ციხიდან. მათ ციხის კედლის აფეთქება მოახერხეს. ორი გაქცეული პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

ციხის ადმინისტრაციის თქმით, მათი დიდი ნაწილი უკან დააბრუნეს, 41 პატიმარს კი ამ დრომდე ეძებენ.

უცნობია, როგორ მოხვდა ციხის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვინ იყო გაქცევის ორგანიზატორი.

კომენტარები