არჩევნები გარდაბანში

ენმ: ჩვენს მხარდამჭერზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანზე ენმ-ის მხარდამჭერს თავს დაესხა, პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა. ამის შესახებ სერგო რატიანმა გარდაბანში ჟურნალისტებს უთხრა.

"მოდიან იმისთვის, რომ დააშინონ ხალხი და იყოს ჩხუბი უბანზე, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანებს ეშინიათ მოსვლა. უკვე მერამდენე უბანია, სწორედ იქ, სადაც წინა არჩევნებში მოვიგეთ, აწყობენ პროვიკაციებს. ამ შემთხვევაშიც გალახეს ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი და მას თავს დაესხნენ. როგორც ჩანს, პირდაპირ ჩარეულები არიან თანამდებობის პირები. ახლაც ერთ-ერთი მათგანი მოქმედებდა პოლიციელებთან ერთად და პოლიციელების გვერდზე იდგა. მას ერთი შეხედვით ვერ გაარჩევდი, პოლიციელი იყო თუ არა, ისეთ გონორზე იყო და პირდაპირ ზეწოლას ახდენდა ჩვენს მხარდამჭერებზე. როდესაც ვკითხეთ სახელი, გვარი და პოლიციელი იყო თუ არა, ის გაიქცა, რაც თქვენც ნახეთ" - განაცხადა სერგო რატიანმა. 


ფოტო: ტაბულა
გარდაბანში, მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია".

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანა. ტაბულას ჟურნალისტის თქმითვე, ერთ-ერთი პირი, რომელსაც სამოქალაქო ფორმა ეცვა, თუმცა, პოლიციელივით იქცეოდა და სიტუაციას აკონტროლებდა, შეიარაღებული აღმოჩნდა. მან ვინაობა არ დაასახელა, ხოლო როცა ჟურნალისტებმა სახელი და გვარი ჰკითხეს, გაიქცა. ის პოლიციელებმა თავიანთი მანქანით წაიყვანეს. 

კომენტარები