პროცესები მაესტროში

გადაბაძე: მივმართე საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს ახალი დირექტორი

ბაია გადაბაძე
media.ge

ტელეკომპანია მაესტროს დირექტორობიდან მოხსნილი ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრისგან მოითხოვს, არხის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს.

"მე ჯერ კიდევ დირექტორი ვარ. იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტნიორთა კრებაზე იქნა მიღებული, უნდა ოფიციალურად გაფორმება და რეესტრში დარეგისტრირება. სწორედ ამის წინააღმდეგ, რადგანაც ვხედავდი საფრთხეებს, მივმართე საჯარო რესტრს, რომ არ დაარეგისტრირონ ახალი დირექტორი", - თქვა გადაბაძემ.

დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე დღეს მოხსნეს. ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ მოტივებზე არასამთავრობოები საუბრობენ. მათ უმძაფრდებათ ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობაზე. გია გაჩეჩილაძე გადაბაძის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას რეიტინგის კლებით ხსნის. მაესტროს ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ არხი სატელევიზიო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. გია გაჩეჩილაძე გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერმინისტრს შეხვდა, თუმცა, მისი თქმით, ტელეარხში მიმდინარე მოვლენებზე არ უსაუბრიათ. დღესვე პრემიერმინისტრმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მესაკუთრეებს შორის დავაში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია.

კომენტარები