თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: თურქეთი არ აპირებს და არც დაფიქრებულა სირიაში შეჭრაზე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"რუსეთის განცხადება, თითქოსდა სირიაში შეჭრას ვაპირებთ, სასაცილოა", - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქეთის მიერ სირიაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებულ განცხადებას.

ერდოღანის თქმით, თურქეთი იმ კოალიციის შემადგენლობაშია, რომელიც მოკავშირეებთან ერთად მოქმედებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს. მისი თქმით, თურქეთი მარტო მოქმედებას არ აპირებს.

"რუსეთის ეს განცხადება სასაცილოა. ამჟამად რუსეთი თავად ახორციელებს სირიაში შეჭრას. თურქეთი არ აპირებს და არც დაფიქრებულა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელებასა და შეჭრაზე", - განაცხადა ერდოღანმა. 

კომენტარები