რუსული საფრთხე საქართველოში

გოგორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სასათბურე პირობებს უქმნის

ხათუნა გოგორიშვილი
ტაბულა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებას, რომ საქართველომ, რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ეხმაურება. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს "სასათბურე პირობებს" უქმნის.

"ერთია, რას აცხადებს ჩვენი ხელისუფლება, მეორეა, რა ხდება რეალობაში. ბოლო პერიოდში ძალიან მომძლავრდა პრორუსული ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც პრორუსულ აგიტაციას ეწევიან, ფინანსდებიან ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასე რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ ისინი არიან ორიენტირებული დასავლეთზე, მაგრამ საქმით ისინი ისე აკეთებენ, რომ რუსეთს შეუქმნან სასათბურე პირობები. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება ამის არის ის გაუგებარი მოლაპარაკებები, რაც შემთხვევით გაიგო საქართველოს მოსახლეობამ გაზპრომთან დაკავშირებით", - თქვა გოგორიშვილმა.

კომენტარები