რუსული საფრთხე საქართველოში

ზალკალიანი: აშშ-ის დაზვერვის განცხადება ერთგვარ გაფრთხილებად უნდა აღვიქვათ

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასება საქართველომ "ერთგვარ გაფრთხილებად" უნდა აღიქვას. ანგარიშის თანახმად, საქართველომ შესაძლოა, რუსეთის ზეწოლის პირობებში, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.

"ეს განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, უნდა იყოს აღქმული იმ კონტექსტში, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღების მიქცევა ყველა ინსტიტუტის მიმართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე პარტნიორ ქვეყნებში, რომ მოხდეს მინიმიზაცია და პრევენცია იმ საფრთხეებისა, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ", - თქვა ზალკალიანმა.

კომენტარები