წყალდიდობა

პაკისტანში ძლიერ წყალდიდობას მინიმუმ 53 ადამიანი ემსხვეპლა

EPA

პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა.

გადაუღებელი წვიმები პაკისტანის სამ რეგიონში შაბათს საღამოს დაიწყო. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. მთავრობა ზოგიერთ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად რეგიონში კარვები და ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გააგზავნეს.

კომენტარები