ეს შენ გეხება

ენმ მზადაა, ეს შენ გეხება-ს მოთხოვნებს მხარი დაუჭიროს

კამპანია ეს შენ გეხება პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. არასამთავრობოებმა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან გამართეს კონსულტაციები. ეს შენ გეხება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს. როგორც შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სრულიად ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს და მზად არიან, პარლამენტში მხარი დაუჭირონ.

კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ თავისუფალი დემოკრატებისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წევრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც აპირებენ, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან.

კომენტარები