ეს შენ გეხება

კამპანია ეს შენ გეხება დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეხვდება

კამპანია ეს შენ გეხება პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. არასამთავრობოები დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან გამართავენ კონსულტაციებს. ეს შენ გეხება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს. 

"იქნება საუბარი იმ სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია კამპანიისთვის, მათ შორის არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, გასაღების საკითხის გადაწყვეტა, მოსმენების გასაღების თემა, ვის ხელში უნდა იყოს გასაღების სისტემა", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.

"შევაჯერებთ ამ მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვა, არასამთავრობოებს აქვთ თავისი ხედვა და ბევრ რამეში, რასაკვირველია, ეს ხედვა ემთხვევა ერთმანეთს. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გადავიდეთ მოქმედებაზე, დავგეგმოთ, თუ როგორ შეიძლება, შევცვალოთ სიტუაცია", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

კომენტარები