ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლობაა

გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს და ამ ნაბიჯს უპასუხისმგებლოსა და არასერიოზულს უწოდებს. ენმ განმარტავს, რომ ვაშაძის განაწყენება საარჩევნო სიის ათეულში არმოხვედრამ გამოიწვია.

"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დამავტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშნელოვანმა ნაწლმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ, ქვეყნის რეფორმირებაში. ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის ან ნებისმიერის სურვილი აუცილებლად წარმოდგენილი იყოს სიის ათეულში არ იქნა გაზიარებული. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა, არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია. ივანიშვილის რეჟმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციების და მით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშილს ვერ უშველის. ჩვენ მას, ქართველ ხალხთან ერთად დავამარცხებთ ოქტომბრის არჩევნებში, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ვაშაძემ ენმ დღეს დატოვა. ის მოძრაობის შექმნას გეგმავს.

კომენტარები