რეკლამა

18-28 მაისს თბილისში მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი SOU გაიმართება

18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი - SOU [stream of unconsciousness - არაცნობიერის ნაკადი] გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში 6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა.

SOU 2016 პროგრამა:

Alva Noto / მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა / 18 მაისი 22:00
Ryoji Ikeda / თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 19 მაისი 22:00
Raster Noton Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი / 21 მაისი 22:00-დან
Rafael Anton Irisarri / წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია / 23 მაისი 22:00
Theo Teadro & Blixa Bergeld / ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 26 მაისი 21:00
Tokyo Techno Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი / 28 მაისი 23:00-დან

ფესტივალი ახალი აუდიოვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. ამასთან, SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე.

მსგავის ტიპის ფესტივალის ჩატარება, მისი მრვალფეროვნებისა და პროგრამაში მონაწილე შემსრულებლების გათვალისწინებით, ნათლად გამოკვეთს ღონისძების ფორმასა და შინაარს. ფესტივალი ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მისი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია.

ფესტივალის პარტნიორები: ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასოციაცია "არტისტერიუმი" და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი

კომენტარები