შარმაზანოვი: მორიგი ომის დაწყების შემთხვევაში, სომხეთი ყარაბაღს აღიარებს

ედუარდ შარმაზანოვი
armenianow

სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერი ედუარდ შარმაზანოვი ამბობს, რომ, თუ აზერბაიჯანი მორიგ ომს დაიწყებს, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს.

"თუ აზერბაიჯანი შეეცდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით, აგრესიით და ტერორით მოაგვაროს, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, სომხეთი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლის შესახებაც სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების ნაბიჯს", - აღნიშნა შარმაზანოვმა.

შარმაზანოვის ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის კომისია მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე თვეში განიხილავს და ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები