იმერეთის გუბერნატორი

იმერეთის გუბერნატორის კონცერტი გამგებლებმა მოიწონეს

http://topnews.com.ge/

ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მესხიშვილის თეატრში 10-მდე სიმღერა შეასრულა. ინფორმაციას რეგიონული საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გუბერნატორის მიერ შესრულებული სიმღერებით აღფრთოვანებულები დარჩნენ გამგებლები, რომლებმაც ჭიჭინაძეს შესანიშნავი მამულიშვილი, მის შემოქმედებას კი ფანტასტიკური უწოდეს.

"აღფრთოვანებული ვარ. ფანტასტიკურად იმღერა, შესანიშნავი მამულიშვილია. ნამდვილად ვისიამოვნე დღევანდელი დღით", - აღნიშნა ხონის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.

კომენტარები