ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ხუთ პირს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

როგორც ბრალდებულების ახლობლები ამბობენ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოსამართლე "ბიძინა ივანიშვილის პირადი მონაა."

როგორც მანამდე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, გამტყუნების შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები აქციების გამართვას დაიწყებენ. გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

კომენტარები