ევროპის ლიგა

"სევილიამ" ევროპა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

goal.com

სევილიამ ევროპა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო. ევროპალიგის ფინალში ანდალუსიურმა გუნდმა ლივერპული ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ფინალური დაპირისპირება სანახაობრივი აღმოჩნდა. ანგარიში მატჩის პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე ინგლისელმა ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა გახსნა. პირველი ტაიმი მერსისაიდელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წამში, ანდალუსიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი კევინ გამეიტომ გაიტანა.

ამის შემდეგ სევილიელებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის 64-ე წუთზე კაპიტანმა კოკემ სევილია წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე კი, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, გოლი ისევ კოკემ გაიტანა.

საბოლოოდ, თამაში სევილიელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

კომენტარები