ხადიჯა ისმაილოვას საქმე

ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია - მას პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს

RFE/RL

რადიო თავისუფლების ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ციხიდან გამოუშვეს. აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დღეს განიხილა და გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტისთვის მისჯილი 7.5-წლიანი პატიმრობა, 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

ისმაილოვას პატიმრობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისათვის პირად ანგარიშსწორებად მიიჩნევდნენ.

ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში 2014 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა. მის გათავისუფლებას არაერთი დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვდა.

კომენტარები