ძალადობა

Jinjer: მღვდლებმა თან მრევლი მოიყვანეს, მათ ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს

Jinjer

ფესტივალ Tbilisi JAM Fest-ის ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფი Jinjer facebook-ის საკუთარ გვერდზე, ზაჰესში მომხდარ ამბავს ეხმიანება - სწორედ ამ ჯგუფის გამოსვლის დროს მივიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე სასულიერო პირები მრევლთან ერთად. 

"პირველად მრავალი წლის მანძილზე, ჯინჯერის გამოსვლა რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის გამო შეწყდა. Tbilisi JAM Fest მხოლოდ იმის გამო ჩაიშალა, რომ ახლოს მდებარე მონასტერს ის არ მოსწონდა. მღვდლებმა თან გაბრაზებული ხალხი მოიყვანეს და მათ ფესტივალის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს ყველა ნებართვა ჰქონდა აღებული, ფანატიკოსებმა უბრალოდ გაწყვიტეს ელექტროენერგია. ყველაზე შოკისმომგვრელი პოლიცია იყო, რომელიც უბრალოდ აკვირდებოდა მოვლენებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში, ქვეყანაში რომელიც ცივილიზებული ჩანდა, რელიგიას უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე კანონს. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ალტერნატიულ ადგილს იპოვნიან და ჩვენ შეგვეძლება მუსიკის დაკვრა სანამ უკან, უკრაინაში დავბრუნდებით." - წერენ ჯგუფის წევრები. 

სასულიერო პირები და მრევლის წევრები ფესტივალის შეწყვეტას იმ მიზეზით ითხოვდნენ, რომ ეს ტერიტორია სასაფლაოსთან და ეკლესიასთან ახლოსაა. თვითმხილველების ცნობით, პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა თუმცა ფესტივალი მაინც შეწყდა. 

კომენტარები