ვიზალიბერალიზაცია

BILD: გერმანია უარს ამბობს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე

Reuters

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი კი მათ ვიზალიბერალიზაციას სთავაზობს.

სტატიის თანახმად, გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს, რადგან ქართველები კრიმინალის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

გერმანიის კრიმინალის სამსახურის ცნობით, ქართული მაფია უამრავ დანაშაულთან არის კავშირში. მათივე ინფორმაციით, 2015 წელს ბინის ძარცვის 167 000 შემთხვევიდან დიდი ნაწილი ქართველების მიერაა ჩადენილი.

დაახლოებით ამავე შინაარსის სტატია გამოაქვეყნა 5 ივნისს Die Welt-მა. "საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი საფრთხეა, რასაც გერმანიის მთავრობა ქართველი კრიმინალებისგან მოელის",-ეწერა სტატიაში.

კომენტარები