დაიცავი თავისუფლება

ნონიაშვილი: ახალციხის მერია კონცერტის მიზნებზე წინასწარ იყო გაფრთხილებული

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

კონსტიტუციური კვლევების ცენტრის იურისტის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ახალციხის მერია ცრუობს. მისი თქმით, თვითმმართველმა ორგანომ პლატფორმა დაიცავი თავისუფლების ორგანიზებული კონცერტის მიზნები იცოდა. ნონიაშვილი იქვე განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ფარგლებში, მათ მიზნის წარდგენის ვალდებულება არ ჰქონიათ.

"ახალციხის მერია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აქციის მიზანი, თითქოს მათ არ იცოდნენ, რომ ეს იყო ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ამ ტიპის მიზნის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ დაიცავი თავისუფლების წევრებს. ეს არის სრული სისულელე. იმიტომ, რომ როცა  შეკრებით თავისუფლებით სარგებლობენ ადამიანები, მათ მიზნის წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ. გარდა ამისა, ახალციხის მერია ცრუობს, რომ არ იცოდა აქციის მიზანი. მშვენივრად იცოდა კამპანია დაიცავი თავისუფლებას მიზანი, ის იყო წინასწარ გაფრთხილებული და ყველა საკითხზე შეთანხმებული. ჩვენ საერთოდ არ ვიყავით ვალდებულები, რომ ეს შეტყობინება მიგვეტანა. ეს იყო უბრალოდ კეთილი ნება. მათ უკანონოდ ცნეს ჩვენი შეკრების უფლება, რაც ზუსტადაც არაკანონიერია" - ამბობს ნონიაშვილი.

ცნობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - მიმართავს, "თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისა და დაძაბული ფონის შექმნისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს". მერიის განცხადებით, "გარკვეული ძალები განზრახ ცდილობენ საკითხის სხვა კონტექსტში განხილვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას". ადგილობრივი თვითმმართველობა უარყოფს, რომ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტის ჩატარებაზე პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - უარი უთხრა.

ცნობისთვის, ახალციხის მერიის მიერ დაიცავი თავისუფლებისთვის გუშინ, 7 ივნისს გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის გამართვა უკანონოდ ჩაითვლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები