ამნისტია

ამნისტიის კანონპროექტით, ხანდაზმული პატიმრები საპატიმროებს დატოვებენ

flickr.com

ხანდაზმულ პატიმართა ამნისტიის ინიციატივა დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ინიციატივას პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება, რის შედეგადაც საპატიმრო დაწსებულებას 116 პატიმარი დატოვებს. პროექტის შედეგად 70 წელზე უფროსი მამაკაცები და 65 წელზე უფროსი ქალები, რომლებიც სხვადასხვა სახის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებებს დატოვებენ. საკანაონმდებლო ინიციატივის ავტორი გუბაზ სანიკიძეა.  

გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან მამაკაცები 70 (სამოცდაათი) წლის, ხოლო ქალები 65 (სამოცდახუთი) წლის ასაკიდან, თუ მათ ჩადენილი არ აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 108-ე, 109-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე , 131- ე, 137-ე, 138-ე, 141-ე, 143-ე, 1431 -ე , 1432 -ე, 144-ე, 1441 , 1443, 179-ე, 2231, 224-ე, 230, 2311ე, 260-ე, 262-ე, 263-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 267-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 323-ე, 331-ე, 3311, 3322 , 344-ე, 379-ე და 404-ე, 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მიითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

პროექტის თანახმად, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) და 182-ე მუხლის პირველი ნაწილით(მითვისება ან გაფლანგვა) გათვალისწინებულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან პირი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ პირზე გავრცელდეს ამნისტია. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამნისტია უნდა აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

კომენტარები