Brexit

ბერლინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

EPA

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო, ევროკავშირი „დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს" და არ უნდა პარალიზდეს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განცხადება ბერლინში გააკეთა, სადაც ევროკავშირის დამფუძნებელი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ. BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმაზეც, როგორ უზრუნველყონ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა წევრმა ქვეყნებმაც არ მიიღონ.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები