აფეთქება სტამბოლში

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა

ico.ku.edu.tr

თბილისის აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად ანკარას აეროპორტში დაჯდა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს.

გავცელებული ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით აფეთქებამდე ერთი რეისის შესრულება მოესწრო. ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით ფრენები შეჩერებულია.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მომხდარის შედეგად დაახლოებით დაიღუპა 28 ადამიანი, ხოლო 60 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

კომენტარები