ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი არ შედგა.
ადგილობრივი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლების 1.23%-ს შეადგენს. აქტივობის ეს მაჩვენებელი ე.წ. რეფერენდუმის აღიარებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
ე.წ. რეფერენდუმის კითხვას - „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?", მონაწილეთა 46.07 %-მა დადებითი პასუხი გასცა, 46.74 %-მა კი უარყოფითი. 117 ბიულეტენი გაბათილდა.