სომხეთი

ერევანში მძევლებს უკვე მეოთხე დღეა, არ უშვებენ

AFP

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში ამბოხებულებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს. პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფი დარჩენილი მძევლების პოლიციის უფროსში, ვლადიმირ გასპარიანში გაცვლას ითხოვს.

შეიარაღებული პირები დარჩენილ მძევლებს უკვე მეოთხე დღეა, არ უშვებენ. ამბოხებულებმა თავდაპირველად 7 მძევალი აიყვანეს, მათგან 3 კი სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის შენობაში ოთხი მძევალი რჩება.

შეიარაღებული ჯგუფი შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. მათთან, წინააღმდეგობას კი, ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 6 დაიჭრა. შეიარაღებული პირების, რომლებიც მოძრაობა „სასუნის გმირების" წევრები არიან, მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა.

სეფილიანი ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის" დამაარსებელია. სამართალდამცველებმა სეფილიანი 20 ივნისს, 6 სხვადასხვა პირთან ერთად დააკავეს. სომხეთის შსს-ს ცნობით, სეფილიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, შენობების, ტელეკომუნიკაციის საშუალებებისა და ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას აპირებდა. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციის გზით გეგმავდა. სამართალდამცავებმა მას ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოუღეს.

კომენტარები