დოლარიზაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დანაზოგების 96% უცხოურ ვალუტაში აქვს განთავსებული

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას 90-იანი წლების ეკონომიკის ჩამოშლის მწვავე გამოცდილება დღემდე მოჰყვება, ამიტომაც მათი ნდობა ლარის მიმართ ჯერ კიდევ დაბალია, რის გამოც დოლარზე დამოკიდებულება მაღალია. "მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს" - ამბობს გვენეტაძე. თუმცა, თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ქონების შენახვისთვის უცხოურ ვალუტას ამჯობინებს. კობა გვენეტაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე არსებულ ანგარიშებზე თანხის 96% (21 ივლისის კურსით) დოლარშია ნომინირებული .

კობა გვენეტაძის დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:

  • საკრედიტო კავშირი (სსფ/მბ) დეპოზიტი - 145020.22 USD
  • საკრედიტო კავშირი (სსფ/მბ) დეპოზიტი - 319425.19 USD
  • საკრედიტო კავშირი (სსფ/მბ) დეპოზიტი (Share certificate) - 100000.00 USD
  • საქართველოს ბანკი ანაბარი - 148000.00 USD
  • საქართველოს ბანკი ანაბარი - 28770.52 USD
  • პროკრედიტ ბანკი ანაბარი - 1000.00 USD
  • პროკრედიტ ბანკი ანაბარი - 1097.26 USD
  • ლიბერთი ბანკი ანაბარი - 5984.70 USD
  • თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 4564.54 USD
  • საკრედიტო კავშირი (სსფ/მბ) მიმდინარე - 4895.79 USD
  • ნაღდი ფული - 3350.00 USD
  • ჯამში დოლარში განთავსებული თანხა - 762105.00 USD

ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:

  • რესპუბლიკა ბანკი ანაბარი - 29750.00 GEL
  • პროკრედიტ ბანკი ანაბარი - 11000.00 GEL
  • საქართველოს ბანკი ანაბარი - 10000.00 GEL
  • საქართველოს ბანკი სახელფასო - 8031.47 GEL
  • ნაღდი ფული - 4500.00 GEL
  • ჯამში ლარში განთავსებული თანხა - 63281 GEL

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 33.07 პროცენტი შეადგინა - პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით 2.55 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.68 პროცენტული პუნქტით მეტი).

ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ანგარიშების უფრო დიდი ნაწილი - 45% იყო ლარში ნომინირებული. 

კომენტარები