დოლარიზაცია

ხადური: სერიოზული პრობლემაა, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია

ტაბულა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ხადური ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა მათი მთავრობის პერიოდში არ დაწყებულა და ის დამოუკიდებლობის პერიოდის მანძილზე აქტუალური იყო. თავად ფინანსთა მინისტრიც დაზოგვას უცხოურ ვალუტაში ამჯობინებს, მისი დანაზოგების 85% დოლარზე მოდის. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ლარში დაზოგვის წახალისებას გეგმავს. ხადური ამბობს, რომ მოგების გადასახადის რეფორმაც ამ მიზანს ემსახურება.

"ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ხელს უწყობდეს დაზოგვას. თუნდაც ის, რომ მოგების გადასახადის ისეთ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრაზე გადავდივართ, ნიშნავს, რომ თუკი მოგება არ განაწილდება, ეს ლარში განთავსებული დანაზოგების მოცულობას გაზრდის. მართლაც სერიოზული პრობლემაა ის, რომ ზოგადად დოლარიზაციის მაჩვენებელი არის მაღალი. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე".

ნოდარ ხადურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:

  1. თი–ბი–სი ბანკი - 26257.52 USD

ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:

  1. თი–ბი–სი ბანკი - 5000.00 GEL
  2. რესპუბლიკა ბანკი - 1620.00 GEL

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაციამ 70%-ს გადააჭარბა.

კომენტარები