ავტოსაგზაო შემთხვევა

რუსთაველზე, ავარიის შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ ერთმანეთს. შედეგად, მიკროაბტობუსი ამოტრიალდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარის შედეგად მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. ერთ-ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები