უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს

შსს

სამართალდაცველებმა 1971 წელს დაბადებული ზურაბ ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას, "სმიტ ვესონის" ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

უწყების მტკიცებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები