სტიქია ბორჯომში

ბორჯომში 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება

tzona.org

ბორჯომში გუშინდელი ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა გზები, თუმცა ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

ამ დროისთვის ბორჯომში საგანგებო შტაბი მუშაობს. მათი თქმით, ყველაზე მძიმე სიტუაცია ცენტრალურ პარკშია, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად პარკი რამდენიმე საათში გაიხსნება.

ამჟამად ბორჯომში ზარალის დათვლა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გუშინ ღამე ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, ქუჩები და სარდაფები, ჩაიხერგა ბორჯომ-ბაკურაინის დამაკავშირებელი გზაც.

კომენტარები