ავსტრალია

ავსტრალიის ჰოსტელში დანით შეიარაღებულმა პირმა ბრიტანეთის მოქალაქე მოკლა

ABC

21 წლის ბრიტანეთის მოქალაქე მია აილიფ-ჩანგი ავსტრალიაში, ქვინსლენდის შტატში, დანით თავდასხმას შეეწირა, ხოლო 30 წლის ბრიტანელი მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის საფრანგეთის მოქალაქე, უკვე დაკავებულია. თვითმხილველთა თქმით, თავდასხმამდე ის "ალაჰუ აქბარს" ყვიროდა.

პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს დანაშაულის მოტივს, რომელიც, მათი განცხადებით, შესაძლოა, იყოს ნარკოტიკული თრობა, ფსიქიკური აშლილობა ან ექსტრემიზმი.

პოლიცია აგრეთვე არ ფლობს ინფორმაციას თავდამსხმელის შესაძლო კავშირზე ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, ან რომელიმე სხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მათივე ცნობით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა.

კომენტარები