თბილისის მერია

ნარმანია: სექტემბრიდან გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია დაიწყება

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციიის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი წინადადება შემუშავებულია და საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

ნარმანიას თქმით, ახალი ცვლილებების მიხედვით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად. სამსახურის შიგნით სამი ახალი განყოფილება შეიქმნება.

"პირველი ეს იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განყოფილება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, მათ შორის ჰაერის, ხმაურის, ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე განყოფილება იქნება თბილისსა და მის შემოგარენში მერქნიანი და მწვანე ნარგავების მართვის განყოფილება, ხოლო მესამე იქნება გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მართვის განყოფილება", - თქვა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია სექტემბრიდან დაიწყება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ახალი ბიუჯეტის პირობებში სამსახური განახლებული ფორმით შეუდგება მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ პარტიზანი მებაღეები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის მოხსნას და მთლიანად სამსახურის სტრუქტურის ცვლილებას მოითხოვენ.

კომენტარები