აშშ

ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი თავისუფალია

AP

ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვლადიმერ პუტინი დააკავეს. თუმცა, საუბარი არა რუსეთის პრეზიდენტზე, არამედ უსახლკარო 48 წლის ამერიკელზეა.

პოლიციის ცნობით, პუტინი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, დებოში მოაწყო და უარს ამბობდა მაღაზიის დატოვებაზე. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის დამშვიდება ვერ შეძლეს, პოლიცია გამოიძახეს.

ვლადიმერ პუტინს პოლიციაში ბრალად სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნა და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა წარუდგინეს. მოგვიანებით, პუტინი გაათავისუფლეს, თუმცა, სექტემბერში მას სასამართლოში გამოცხადება მოუწევს.

კომენტარები