საქართველოს მთავრობა

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

„მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი, ბევრი ოჯახი და გარემო გამოვიცვალე. ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის არის მშობლიური სახლივით და თითოეული თქვენგანი ხართ ჩემი ენერგეტიკული ოჯახი. მე დღეიდან არ ვარ თქვენი მინისტრი, მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუსურვო წარმატებები. ცოტა ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვიქნებით ერთად და მივაღწევთ გამარჯვებას", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის პოსტიდან გადადგომის ვალდებულებას კახა კალაძეს კანონმდებლობა აკისრებდა. ის ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეორე ნომერიც არის. 

ამავე მიზეზით, თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

 

კომენტარები