აშშ

ბარაკ ობამას პატივსაცემად კუს პარაზიტის სახეობას ბარაკტრემა ობამაი უწოდეს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელი ბრტყელი ჭიების ახლადაღმოჩენილ ერთ-ერთ სახეობას მიენიჭა.

აღმომჩენი მეცნიერების თქმით, ეს სახელი ისტორიაში დარჩება, რადგან ამ "გამორჩეული ცოცხალი ორგანიზმის შესწავლა სამუდამოდ სისტემატური იქნება".

ბრტყელი ჭიების ახალ სახეობას ბარაკტრემა ობამაი ეწოდება. ბარაკტერმა ობამაი შისტოსომების ტიპის ბრტყელი ჭიაა. ამ ტიპის პარაზიტები კანის მეშვეობით აღწევენ ცოცხალი ორგანიზმების სხეულსა და სისხლძარღვებში.

ბარაკტრემა ობამაი ძირითადად ორი სახეობის კუს ორგანიზმში გვხვდება. ისინი მათ ფილტვებში ცხოვრობენ. კუს პარაზიტების ექსპერტმა ტომას პლატმა ახლადაღმოჩენილი პარაზიტისთვის სახელის პრეზიდენტის სახელის დარქმევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაარკვია, რომ მას და ობამას საერთო წინაპრები ჰყოლიათ.

კომენტარები