ტერაქტი ნიცაში

საფრანგეთში ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს

AP

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში ბასტილიის დღეს მომხდარ ტერაქტთან კავშირში მყოფი 8 ადამიანი დააკავა.

ეჭვმიტანილები ეროვნებით ფრანგები და ტუნისელები არიან. მათ კავშირი ჰქონდათ სატვირთო მანქანის მძღოლ მუჰამედ ბოულელთან.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, ნიცის ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის საფრანგეთში სასამართლომ ხუთ ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინა. დაკავებულებს შორის 4 მამაკაცი და ერთი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, ისინი სატვირთო მანქანის მძღოლს მუჰამედ ბოულელს ლოგისტიკურ საკითხებში ეხმარებოდნენ და თავდასხმებს თვეების მანძილზე გეგმავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა, იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ. სატვირთო მანქანის მძღოლი მუჰამედ ბოულელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები