რუსეთი

რუსეთმა დასავლეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული შეტევის მოსაგერიებლად წვრთნები დაიწყო

Getty Images

რუსეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები დაიწყო, რათა ქვეყანა მზად იყოს დასავლეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმებისთვის.

Independent-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქმედება სირიაში, დასავლეთში სულ უფრო მეტ კითხვის ნიშანს და დაძაბულობას აჩენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მართულმა ტელეკომპანია Звезда-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ "შიზოფრენიით დაავადებულები ამერიკიდან, მოსკოვისთვის ბირთვულ იარაღს ამზადებენ".

სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს წვრთნებში 200 000 საგანგებო სიტუაციების თანამშრომელი და 40 მილიონი მოქალაქეა ჩართული. 

კომენტარები