ლარის გაუფასურება

ლეჟავა: მთავრობამ სამი ჯადოსნური სიტყვა უნდა თქვას - "ჩვენ გვაქვს პრობლემები"

ტაბულა

თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის ვატო ლეჟავას შეფასებით, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მთავრობამ ამ პრობლემების არსებობის აღიარებით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, "ჩვენი ეკონომიკა არის ავად და თერმომეტრთან ჩხუბი არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს".

"პრობლემების დასასრულის დასაწყისი იქნება მაშინ, როცა მთავრობა გამოვა და იტყვის, რომ "ჩვენ გვაქვს პრობლემები". ეს სამი ჯადოსნური სიტყვა უნდა წარმოთქვას. ამის შემდეგ, შეიძლება პრობლემების მოგვარება. მანამდე გვესმის, ხან "რაღაცა რაღაცას ვერ ეწევა", ხან "რაღაცამ რაღაცას ვერ გაასწრო", ხან საგარეო ფაქტორია, ხან - შოკუნიები. საბოოლო ჯამში, ეს რაღაცნაირი ფაციფუცია, მთავრობას კონტროლი აქვს დაკარგული მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ ფაციფუცში, შეიძლება, კიდევ ბევრი შეცდომა დაუშვას", - ამბობს ლეჟავა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს. მისი თქმით, "დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად".

კომენტარები