ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა. სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, კამპუსს კვლავ ამოწმებენ.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმა უნივერსიტეტის შენობაში ორშაბათ დილის 9 საათსა და 40 წუთზე დაიწყო. Foxnews-ის ცნობით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ - ერთერთი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, მეორეს კი დიდი დანა ეჭირა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამომძიებლები.