ნარკოპოლიტიკა

ფილიპინების პრეზიდენტმა ნარკოტიკის გავრცელებაში ეჭვმიტანილების მკვლელობა აღიარა

AFP

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ აღიარა, რომ ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები საკუთარი ხელითაც მოუკლავს.

დუტერტემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ქალაქ დავაოს მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლის საკუთარ მეთოდზე ისაუბრა.

"მსურდა მეჩვენებინა პოლიციისთვის, რომ თუ ამის გაკეთება შემიძლია მე, მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ? დავაოში მე დავდიოდი მოტოციკლით, უბრალოდ ვპატრულირებდი ქუჩებში, ვეძებდი პრობლემებს, რათა მოკვლის საშუალება მქონოდა", - თქვა როდრიგო დუტერტემ.

დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტად მიმდინარე წლის 30 ივნისს აირჩიეს. მისი მთავარი დაპირება ნარკომაფიის დამარცხება იყო. მისი არჩევიდან დღემდე, ფილიპინებში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 5000 მოკლეს.

კომენტარები