ეკონომიკური ზრდა

2016 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 2.3% იყო

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავრობის მიერ ბიუჯეტით დაგეგმილ 3%-ზე დაბალია. 

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 2.3% იყო.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი - 13%-იანი სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში იყო. ასევე მაღალი, 9.7%-იანი ზრდა იყო საფინანსო სექტორშიც, ასევე 7.5%-იანი ზრდა იყო უძრავი ქონების იჯარის სექტორში.

დაბალი ზრდით კი გამოირჩევიან: სოფლის მეურნეობის (-0.1%), ტრანსპორტის (-4%), შინამეურნეობების (-5.1%), კავშირგაბმულობის (-0.5%) სექტორები.

ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი. გასულ წელს ზრდა 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები