ლარის გაუფასურება

ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

ტაბულა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 0.15 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.7846 ლარია. 

ლარის გაუფასურების წინა პიკი 20 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.7831 ლარი ღირდა. ლარი ევროსთან მიმართებით 0.36 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.894 ლარი ღირს. ლარი გასული თვის მანძილზე დოლართან მიმართებით 30 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს. 

კომენტარები