სასამართლო სისტემა

პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობამ მერვე მოწვევის პარლამენტს 2015 წელს წარუდგინა.

ახალი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სასამართლოებში საქმეები ელექტრონული წესით განაწილდება. ცვლილებების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვრება 28 წევრით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. 

ამასთან, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უნდა გაუქმებულიყო უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თამჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტი, თუმცა აღნიშნული ცვლილება კანონში არ აისახა.

კომენტარები