თბილისის მერია

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე დღეს პირველად გავიდნენ

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე დღეს, 1 იანვარს, პირველად გავიდნენ.

"ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები", - აცხადებენ მერიაში.

უწყების ინფორმაციითვე, ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც - აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ გერმანული ავტობუსებით "ბოგდანების" მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი 143 "მან"-ის ავტობუსით განახლდება.
 
"მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლომინაძე

კომენტარები