ენმ-ის გაყოფა

უგულავა: ივანიშვილი ქვეყნის პრობლემაა, სააკაშვილი - თავისი თავის

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/tabula.ge/videos/vb.133052760057128/1566416573387399/?type=2&theater","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგანგებო ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი - თავისი თავის. უგულავას თქმით, სააკაშვილს ენმ არ შეუქმნია, ის "ბევრმა თავზეხელაღებულმა, თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა შექმნა".

"ერთი კვირის განმავლობაში რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტია შენარჩუნებული ყოფილიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის, ამ პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, უნდა იყო თავზეხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის დღეს არის ადამიანური ტკივილი", - თქვა უგულავამ.

გიგი უგულავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ლელა ქებურიას "პრავების კაჩავი" დაუწყო, ლიდერობის ღირსი აღარაა, და "ის აღარ ასხივებს ლიდერობას". "მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა და იმედს აძლევდა 2002 წელს", - განაცხადა ყოფილმა მერმა.

"ჩვენ, პოლიტიკოსები ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო. თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა მაინც გაწუხებს, შეიძლება მეორე გადაწყვეტილება მიიღო - ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ამ არჩევანის წინაშე ვართ. ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ხალხს მოვუტანოთ და იმ არასწორ ქმედებებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ", - თქვა უგულავამ ბრიფინგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გაიყო. ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები