ენმ-ის გაყოფა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრის ამსახველი ფოტო პარტიის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარტიის წევრების თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო პარტიის გეგმებზე და ასევე 20 იანვრის ყრილობაზე.

„საუბარი იყო როგორც 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამომავლო, განახლებულ გეგმებზე. რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი იმ ძალიან სერიოზული პრობლემების, ძალიან სერიოზული უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა და ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, კიევში. ეს ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობა არის ამის მთავარი საფუძველი,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის წინ გაიყო და ახალი პარტიის შექმნა დაანონსდა. ენმ-ს პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა 12 იანვარს დატოვა. პარტია ასევე დატოვა პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა.

 

კომენტარები