ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაყოფის შემდეგ, ენმ-მ ახალი პოლიტსაბჭო აირჩია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის ვინაობა ცნობილია. როგორც პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, სხვა წევრები რეგიონებიდან იქნებიან და უახლოეს მომავალში შეირჩევიან.

დღეს დამტკიცებული პოლიტსაბჭოს სია კი ასე გამოიყურება:

ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნიკოლოზ რურუა, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლარი, აკაკი მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დათო გოგოხია, რამაზ კერეჭაშვილი, ზურა ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატო მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მაია ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე, ბესო წერედიანი.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, მის მოადგილეებად კი - ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭო ყრილობაზე აირჩიეს. ღონისძიებას 6870 დელეგატი ესწრებოდა. ისინი ხელის აწევით აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გადაწყვეტილებითვე, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.

ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც, პარტია არ აირჩევს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე.

გარდა ამისა, ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში უქმდება სამდივნოები და ენმ პროქტების დაფინანსების პრაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, დააფინანსოს თუ არა კონკრეტული პროექტი. ამასთან, პარტიაში არ იარსებებს მუდმივი თანამდებობები.

დღევანდელ ყრილობაზე ასევე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის თითოეულ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 იანვარს გაიყო. პარტია დატოვა 21-მა დეპუტატმა და პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა. უთანხმოების მთავარი მიზეზი პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და ყრილობის ჩატარების წესი გახდა.

ენმ-ში დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები