ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია მერაბიშვილთან შესახვედრად ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა. მათი შეხვედრის მიზეზი მერაბიშვილის მიერ პარტიის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებაა.

20 იანვარს ენმ-ის ყრილობაზე ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნობიდან არ გადაუყენებიათ. ახალი წესდების მიხედვით, გენმდივნის მოვალეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ასრულებს.

ვანო მერაბიშვილმა 20 იანვარსვე გაავრცელა განცხადება - "მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია". მოგვიანებით მას ნიკა მელიამ უპასუხა და განაცხადა, რომ "ჩვენ მისი თანხმობის გარეშე გენერალური მდივნის თანამდებობიდან პატიმარ ადამიანს ვერ გავათავისუფლებდით. თუკი ის უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები. თუ ის პარტიული საქმიანობის გაგრძელებაზე თანხმობას აცხადებს, ბუნებრივია, მოხარული ვიქნებით".

კომენტარები